გურჯაანის სასამართლო დარბაზიდან გაქცეული პატიმარი ამ დრომდე არ დაუკავებიათ
პოლიციას გურჯაანის რაიონული სასამართლოს დარბაზიდან გაქცეული პატიმარი, 21 წლის დ.ხ. ამ დრომდე არ დაუკავებია.
შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები ბრალდებულის დასაკავებლად: ,,დარწმუნებული ვარ, რომ უმოკლეს დროში ეს ადამიანი დაუბრუნდება იმ ადგილს, რომელიც სასამართლომ მიუსაჯა.“
შეგახსენებთ, რომ სოფელ ველისციხეშ მცხოვრები 21 წლის დ.ხ. მოქალაქის დაჭრაშია ბრალდებული, რომელიც პოლიციის თანამშრომლებს გურჯაანის სასამართლო დარბაზიდან 2 თებერვალს გაეპარათ.