ახალი ამბები

დღეს გამგეობებიდან გათავისუფლებული თანამშრომლები უფლებადამცველებს შეხვდებიან

კახეთში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან გათავისუფლებული თანამშრომლები და ის პირები, ვინც ტესტირებაზე მაღალი შეფასება მიიღეს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებით გასაუბრებაზე დაიწუნეს, სახალხო დამცველის და უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დღეს შეხვდებიან. შეხვედრას დაესწრებიან კონკურსის მონაწილეები კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.
შეხვედრა დღეს,15:00 საათზე, გურჯაანში, კახეთის საინფორმაციო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.