დღეს თელავში მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება
5 თებერვალს, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, კახეთის მუნიციპალიტეტის გამგებლებთან პროექტის პრეზენტაციას გამართავენ. შეხვედრა გუბერნატორის, ირაკლი შოლაშვილის კაბინეტში 13:00 საათზე დაიწყება.