ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ვებ-გვერდის პრეზენტაცია გამართა

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტის, არჩილ მჭედლიშვილის თქმით, განახლებული ვებგვერდის მეშვეობით ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს მაქსიმალურად მოკლე დროში, ოპერატიულად მოიპოვოს ნებისმიერი სახის ინფორამცია საკრებულოს თავმჯდომარის, წარმომადგენლობით ორგანოში არსებული კომისიების, ფრაქციების, გამგებლის, გამგებლის მოადგილის და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტში არსებული სამსახურებისა და განყოფილებების შესახებ. 
,,შეხვედრაზე ვისაუბრეთ გამგეობის ოფიციალური ვებ-გვერდის სტრუქტურასა და შესაძლებლობებზე. გარდა ამისა დამსწრე საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია თუ როგორ დაუკავშირდნენ ნებისმიერ საჯარო მოხელეს და მიიღონ შეუფერხებლად საჯარო ინფორმაცია. ასევე დაისვა კითხვები, რაზედაც ყველამ ამომწურავი პასუხი მიიღო”,- განუცხადა Knews.ge-ს არჩილ მჭედლიშვილმა.