გურჯაანის სასამართლო პატიმრის გაპარვაზე პასუხისმგებლობას არ იღებს
პოლიციას გურჯაანის სასამართლოდან პატიმარი გაეპარა. შსს-ში ,,ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები გაქცეული პატიმრის დაკავების მიზნით, ასევე შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციელების ბრალეულობის დადგენის მიზნით, პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს.
შეგახსენებთ, პატიმარი სასამართლოდან მას შემდეგ გაიპარა, რაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. პატიმარ დიმიტრი ხაჩიაშვილს, რომელიც სოფელ ველისციხიდან არის, ბრალი ადამიანის ცივი იარაღით დაჭრაში ედება. მის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ პროცესს მოსამართლე ხინაშვილი თავმჯდომარეობდა.