ახალი ამბები

პოლიცია გურჯაანის სასამართლოს დარბაზიდან გაპარულ პატიმარს ეძებს

პოლიციას, გურჯაანის რაიონული სასამართლოს დარბაზიდან, პატიმარი, 21 წლის დ.ხ. გაეპარა. აღნიშნული შემთხვევა გუშინ მოხდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები გაქცეული პატიმრის დაკავების მიზნით. გავრცელებული ინფორმაციით, პატიმარი სასამართლო დარბაზიდან მას შემდეგ გაიპარა, რაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.