ახალი ამბები

მარტიდან შესაძლოა პურის გაძვირდეს

იურიდიული პირებისთვის გაზის 15 თეთრით გაძვირებამ შესაძლოა, პურზე ფასის მატება გამოიწვიოს. პურპროდუქტების ასოციაციის პრეზიდენტი მალხაზ დოლიძეს განცხადებით, ყველაზე მძიმე ტვირთად ბუნებრივი აირის გაძვირება ქართული პურის თონეებს დააწვება:
“მე მაგალითად ჩემს პურზე ვიანგარიშე და 10 თეთრი ემატება. ყველას მოემატება, მაგრამ ვერ ვიტყვი ყველას მაგივრად. გააჩნია ვის როგორი ღუმელი აქვს. საერთოდ ეს არ არის კარგი პროცესი. ჩვენ, მეწარმეები, ველოდებოდით, რომ ფასი დაეწიათ, პირიქით აწიეს. ქართველი მეწარმეების სამეწარმეო გარემო არ გაუმჯობესებულა”, – აცხადებს დოლიძე.