ახალი ამბები

კახეთში სასოფლო-სამეურნეო ბარათები ხვალიდან დარიგდება

კახეთში, ნიადაგის ხვნის სასოფლო-სამეურნეო ბარათები დარიგდება. ბარათები, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს უკვე გადაეცათ, რომლის მიღებასაც მცირემიწიანი ფერმერები ხვალიდან შეძლებენ.
„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი “ გუშინ თებერვალს დაიწყო და 1 დეკემბერს დასრულდება.  წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ამ პროექტით დაახლოებით 19 000 ბენეფიციარი ისარგებლებს, რომელსაც 0,25 ჰა დან 1,25 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი გააჩნია. პროექტის მოსარგებლეებს კი, რომელთაც 0, 25 ჰა -დან 1, 25 ჰა-ს ჩათვლით მრავალწლიანი კულტურების ნარგავები გააჩნიათ, „აგრო ბარათზე“ ქულები პირველი მარტიდან დაერიცხებათ. შეგახსენებთ, რომ „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ მესამე წელია ხორციელდება.