ახალი ამბები

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში გასაუბრების ეტაპზე კონკურსანტებისათვის შემუშავებული კითხვარი უკვე ცნობილია

1. რა იყო თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა წინა სამსახურში (თუ უმუშავია)
2. როგორ რეაგირებთ სტრესულ სიტუაციაზე? სამუშაო მოთხოვნების ხშირ ცვლილებაზე?
3. რატომ გინდათ ამ პოზიციაზე მუშაობა და რა იცით ამ ვალდებულებების შესახებ, რაც ეკისრებათ აღნიშნულ თანამდებობაზე მომუშავე პირებს?
4. რამდენ ხანს გეგმავთ ჩვენს სტრუქტურაში მუშაობას?
5. რა იცით ჩვენი დაწესებულების შესახებ?
6. რა კარიერული გეგმები გაქვთ? 
7. როგორ იქცევით, როდესაც დროში შეზღუდული ხართ და დასასრულებელი გაქვთ ერთდროულად რამდენიმე პროექტი?
8. რას აკეთებთ იმისათვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოთ?
9. როგორ ირჩევთ საქმეს, რომლითაც იწყებს მუშაობას?
10. როდესაც ვერ ასწრებთ ყველა საჭირო ინფორმაციის გაანალიზებას, გადაწყვეტილების მისაღებად რა გზას მიმართავთ?
11. რას აკეთებთ, როდესაც მოცემულ დავალებას ვერ უმკლავდებით?
12. როგორ ახდენთ თქვენი დაქვემდებარებულების სამუსაო ეფექტიანობის კონტროლს?
13. რა ფაქტორებს გაითვალისწინებთ სამსახურში თანამშრომლების შერჩევისას?
14. რამდენად აქტიური ხართ გუნდურის სამუშაოს შესრულების დროს?
დღეიდან თელავის მერიაში კონკურსის ბოლო ეტაპი, გასაუბრება დაიწყო.
მერიაში აცხადებენ, რომ გასაუბრების ეტაპი 3, 5 და 7 თებერვალსაც ჩატარდება.
გასაუბრების ეტაპის დასრულების შემდეგ შერჩეული კანდიდატები დასამტკიცებლად მერიასა საკრებულოს წარედგინება.
ტესტირებაზე 233 კონკურსანტი გამოცხადდა, დაწესებული მინიმალური ზღვარი 147-მა კონკურსანტმა გადალახა. 
თელავის მერიასა და საკრებულოს აპარატში კონკურსი 15 დეკემბერს ყველა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა, გარდა მერის, ვიცე მერის, მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების თანამდებობებისა. დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე www.hr.gov.geერთდროულად ხუთ სასურველ პოზიციაზე, შეეძლოთ.