ახალი ამბები

დღეს ლაგოდეხს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

როგორც სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციაში” აცხადებენ, ელექტროენერგიის შეწყვეტის მიზეზი ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მიერ 35 კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებია.
მათივე თქმით, სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე აღნიშნულ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.