თელავის თვითმმართველ თემში გამოცხადებულ 151 ვაკანსიაზე მხოლოდ 113 აპლიკანტი შეარჩიეს
კონკურსის მეორე ეტაპზე, ტესტირებაზე დაწესებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, 51%-იანი ბარიერი წარმატებით 197-მა აპლიკანტმა გადალახა.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ 103 აპლიკანტის კანდიდატურა შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელს –ალექსანდრე შათირიშვილს, ხოლო 8 ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად საკრებულოს თავმჯდომარეს, პაატა გიორგობიანს წარუდგინა. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში, საკონკურსო – საატესტაციო კომისიამ 40 ვაკანტურ თანამდებობაზე აპლიკანტები ვერ შეიარჩია.
აღნიშნულ პოზიციებზე ახალი კონკურსის ჩატარების თარიღს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და თემის საკრებულოს აპარატში კონკურსი 21 ნოემბერს ყველა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა, გარდა გამგებლის, მისი მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების თანამდებობებისა. დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე www.hr.gov.geერთდროულად ხუთ სასურველ პოზიციაზე შეეძლოთ.