ახალი ამბები

კახეთში დასუფთავების აქცია ჩატარდება

4 თებერვალს, კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის ინიციატივით, „კახეთი-სუფთა რეგიონის“ ფარგლებში, მასშტაბური აქცია იგეგმება. აქციის ფარგლებში დასუთავდება ცენტრალური და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, სკვერები, სკოლის მიმდებარე ტერიტორიები, ქალაქის ქუჩები, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლები, მუნიციპალიტეტში არსებული ორგანიზაციები, კერძო კომპანიები და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიღებენ.  დასუფთავების აქცია 4 თებერვალს, 11:00 საათზე, დაიწყება და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.