4 თებერვლიდან კახეთში ამინდი გაუარესდება
სინოპტიკოსები, 4 თებერვლიდან, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურის კლებას პროგნოზირებენ. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების ბიუროში აცხადებენ, 3 თებერვლიდან, კახეთში, მცირე ნალექია მოსალოდნელი. 4 თებერვალს გაწვიმდება აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში და გაძლიერდება ქარი. 4-5-6 თებერვალს, ღამით, კახეთში -1-დან -3 გრადუსამდე ყინვა დაფიქსირდება, ხოლო დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება.