კახეთის გუბერნიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
,,სოფია მიქელაძემ დაკავებული თანამდებობა საკუთარი სურვილით, პირადი მიზეზების გამო დატოვა. ის სამუშაოდ თბილისში გადავიდა”,- განუცხადა Knews.ge-ს კახეთის გუბერნიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მადონა ბატიაშვილმა.
სოფია მიქელაძეს თქმით, მან მუშაობა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ში დაიწყო.
,,თბილისში ვაპირებდი დაბრუნებას. როგორც კი გამოჩნდა შესაძლებლობა და შესაბამისი სამსახური, დავწერე განცხადება წასვლაზე”,- განუცხადა Knews.ge-ს სოფია მიქელაძემ.