ორგანიზაციამ ,,თელავი ჩემი ქალაქია” პრეზენტაცია გამართა
,,თელავი ჩემი ქალაქიას” დამფუძნებლის, თამარ ლაზარიაშვილის თქმით, ორგანიზაციის მიზანი ქალაქსა და სოფლებში დღეისთვის არსებული პრობლემების გამოვლენა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად მის მოგვარებაზე ზრუნვა.
,,ორგანიზაცია ახლახანს შეიქმნა და გვინდა ქალაქში აქტიურად ვიმუშაოთ. ჩვენი მიზანია სამოქალაქო სექტორის გააქტიურება, არსებული პრობლემების გამოვლენა და მის მოგვარებაზე ზრუნვა. გვინდა რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ჩაერთოს ჩვენს ამ კამპანიაში და იაქტიუროს ისტორიული ქალაქის განვითარებასა და გაძლიერებაში”, – განუცხადა knews.ge-ს თამარ ლაზარიაშვილმა.