ახალი ამბები

თელავში მხატვარ ელენე ლუხუტაშვილის 85 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა

საიუბილეო საღამოს თელავის მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომლები და მუსიკალური სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, ფიქრია ყუშიტაშვილის თქმით, გამოჩენილ თელაველ ქალბატონს მერის ინიციატივით 500 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.

„გარდა ღონისძიებისა, ასევე მუსიკალური სასწავლებლის ფოიეში გაიმართა მხატვრის ნამუშევრების გამოფენა“- განუცხადა knews.ge-ს ფიქრია ყუშიტაშვილმა.