თელავის ხევის რეაბილიტაციისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
თელავის ვიცე-მერის, თენგიზ მთვარელიშვილის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სერპანტინი“ განახორციელებს.
,,პროექტით გათვალისწინებულია ქ. თელავის ქეთევენ წამებულის და სააკაძის ქუჩის მონაკვეთზე მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების რეკონსტრუქცია-კეთილმოწყობა, ასევე არსებული იორდანეს წყაროს რეაბილიტაცია და ორი ახალი საფეხმავლო თაღოვანი ხიდის მოწყობა.
ასევე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 810 მეტრი სიგრძის მონაკვეთის კალაპოტს დაწყებული ჭავჭავაძის გამზირიდან ბახტრიონის და გოგებაშვილის ქუჩის გადაკვეთმდე”,- განუცხადა knews.ge-ს თენგიზ მთვარელიშვილმა.
მისივე თქმით, ასევე დაგეგმილია ხევის რკინაბეტონის ფსკერის, გვერდულების და კედლების აღდგენა, ხევის ორივე მხარეს ჭავჭავაძის გამზირის კვეთიდან სამხრეთით, ერეკლე მე-მ ის გამზირამდე მოაჯირების მოწყობა.
,,გათვალისწინებულია თელავის ხევის კალაპოტში არსებული საინჟინრო კომუნიკაციების, მილსადენების ძვველი ასფალტის საფარის და ბორდიურების დემონტაჟი. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ორივე სანაპიროზე გათვალისწინებულია ავტომატური მორწყვის სისტემის მოწყობა, ტერიტორიის გამწვანება, გარე განათების მოწყობა და მოსასვენებელი ადგილების შექმნა და სხვა”- განაცხადა თენგიზ მთვარელიშვილმა.