ყვარელში სალოტბარო სკოლა გაიხსნა
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალურ ცენტრსა და თვითმმართველ ქალაქში ეტაპობრივად გაიხსნება ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლობები და სალოტბარო სკოლები.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენას, მოვლასა და პოპულარიზაციას.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი დონაძეს თქმით, მოსწავლეები სპეციალური პროგრამით, უფასოდ შეისწავლიან ქართული ფოლკლორის თითოეულ დარგს. სკოლის დამთავრების შემდეგ კი წარჩინებული მოსწავლეები სწავლას გააგრძელებენ თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის უმაღლეს სასწავლებელში.