ქრთამის აღების ფაქტზე სიღნაღი-დედოფლისწყაროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, მის დაქვემდებარებაში არსებული ტყის ტერიტორიიდან, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქეებისგან სისტემატურად ახორციელებდა ქრთამის სახით სხვადასხვა ოდენობის თანხის აღებას.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9-წლამდე.