თელავში C ჰეპატიტის შესახებ დისკუსია გაიმართება
დღეს, 15:00 საათზე, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება დისკუსია C ჰეპატიტის შესახებ. ასევე სტარტს აიღებს საინფორმაციო კამპანია. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონის“ თელავის ოფისის ხელმძღვანელი დავით ღონღაძე და ინფექციონისტი შოთა რაინაული. ღონისძიებას დაესწრებიან სტუდენტები, ახალგაზრდები, ქალთა კლუბის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2015 წელი C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად ცხადდება. პროექტი, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წლის თებერვლიდან იგეგმება დაავადების პრევენციას, დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფასა და ყველა აუცილებელი მომსახურების მაღალი ხარისხით მიწოდებას გულისხმობს. პროგრამაში C ჰეპატიტით დაავადებული საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ყველა პატიმარი ჩაერთვება. გაცხადებული მიზანია სამ წელიწადში საქართველოში C ჰეპატიტის დამარცხება. ამ მიზნის მისაღწევად ჯანდაცვის სამინისტრო საზოგადოებას მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდებს.