სიღნაღში 15 ვაკანსიაზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო 15 ვაკანტურ ადგილზე კონკურსს აცხადებს. გთავაზობთ ჩამონათვალს:
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2 ვაკანტური ადგილი:
აპარატის მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში; აპარატის საორგანიზაციო და იურიდიულ საკითხთა განყოფილების მთავარი სპეციალისტი საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში;
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა 13 ვაკანტური ადგილი:
საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის საფინანსო -საბიუჯეტო და სამეურნეო განყოფილების უფროსი; საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის საფინანსო -საბიუჯეტო და სამეურნეო განყოფილების მთავარი სპეციალისტი საბუღალტრო საკითხებში; სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი; ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი სოფელ ბოდბისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში; ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი სოფელ საქობოს ადმინისტრაციულ ერთეულში; ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი სოფელ ნუკრიანის ადმინისტრაციულ ერთეულში; ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი სოფელ ბოდბის ადმინისტრაციულ ერთეულში; ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი სოფელ ანაგის ადმინისტრაციულ ერთეულში; ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი სოფელ ქვემო მაჩხაანის ადმინისტრაციულ ერთეულში;
გამგებლის წარმომადგენელი ქალაქ სიღნაღის ადმინისტრაციულ ერთეულში; გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ქვემო მაჩხაანის ადმინისტრაციულ ერთეულში; გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ბოდბისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში; გამგებლის თანაშემწე;
ვაკანტური ადგილებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ შეგიძლიათ ეწვიოთ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდს :www.hr.gov.ge

