ახალი ამბები

დედოფლისწყაროში ახალი საწარმო გაიხსნა

დღეს, დედოფლისწყაროში, შ.პ.ს ”აგრო ქიზიყმა” ახალი საწარმო გახსნა. საწარმო ერთ საათში საქონლის 3-4 ტონა საკვებს ამუშავებს. შ.პ.ს ”აგრო ქიზიყის” ხელმძღვანელის ბექა გონაშვილის თქმით, ფერმერებს გაუჩნდათ შესაძლებლობა, რომ მზა საკვებიც შეიძინონ: ,,საწარმოში ფერმერებს შეუძლიათ მოიტანონ საქონლის საკვები გადასამუშავებლად ან ადგილზე შეიძინონ მზა პროდუქტი”.  ქარხანაში პირუტყვის წონის მიხედვით, სხვადასხვა ულუფა მზადდება.