გურჯაანში სამ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის „სამების“ ეკლესიას (VI ს.) , ქალაქ გურჯანში „ტატიას საყდარს“ (შუა საუკუნეები) და სოფელ ახაშენში მდებარე „ყვავის საყდარს“ (VIII- IX სს) კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
გამგეობის ძეგლთა დაცვის უფროსი სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის განცხადებით, გამგეობამ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დოკუმენტური მასალა გადასცა და დააყენა შუამდგომლობა სამი ეკლესიისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე: ,,ძეგლზე სტატუსის მინიჭების შემდეგ მათზე გავრცელდება შესაბამისი სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც უზრუნველყოფს ძეგლების უსაფრთხოებას.“
გურჯაანის მუნიციპალიტტი 400-მდე ეკლესია-მონასტერია, რომელთაგანაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 109-ს აქვს.

