თელავის მერიაში კონკურსანტებთან გასაუბრების თარიღი კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი
თვითმმართველ ქალაქ თელავის მერიაში კონკურსანტებთან გასაუბრების თარიღი ჯერ კიდევ უცნობია. შეგახსენებთ, რომ ტესტირებაზე 233 კონკურსანტიდან დაწესებული მინიმალური ზღვარის გადალახვა 147-მა მოახერხა.
კონკურსის ბოლო ეტაპის შეჯამებული შედეგები და შერჩეული კანდიდატები დასამტკიცებლად მერიასა და საკრებულოს უნდა წარედგინოს. თელავის მერიასა და საკრებულოს აპარატში კონკურსი 15 დეკემბერს ყველა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა, გარდა მერის, ვიცე მერის, მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების თანამდებობებისა.

