ახალი ამბები

თელავის მერიაში საკადრო ცვლილება განხორციელდა

თელავის მერიაში საკადრო ცვლილება განხორციელდა. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ქეთევან ავაქაშვილი, სამსახურიდან გათავისუფლდა. ქალაქი მერის, პლატონ კალმახელიძეს ინფორმაციით, ქეთევან ავაქაშვილს მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ენუქიძე შეცვლის:
,,მერიაში განხორციელდა ჩვეულებრივი საკადრო ცვლილება. მინდა განვაცხადო, რომ ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობას გიორგი ენუქიძე დაიკავებს. იგი, ამ დრომდე, მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობდა”, – განუცხადა Knews.ge-ს თელავის მერმა, პლატონ კალმახელიძემ.