რუსული „ფორბსი“ – საქართველო ეროვნული მეღვინეობის აყვავების ხანაშია
„საქართველო ეროვნული მეღვინეობის აყვავების ხანაშია. ის აღადგენს აუთენტურ ისტორიულ სტილსა და ყურძნის აბორიგენულ სახეობებს, რომელთა რაოდენობა აქ 5000–ზე მეტია. საქართველოს წყალობით მსოფლიომ არ დაივიწყა ღვინის ჭურჭელში, ქვევრში ღვინის დაყენება და ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოების მიღება.“
ავტორი წერს, რომ ქართველი მეღვინეები რისკების წინაშეც დგანან, ესაა ზომიერების განცდის დაკარგვა, თუმცა მსოფლიო საქართველოსგან, როგორც მეღვინეობის სამშობლოსგან, დიდი ხანია ახალ აღმოჩენებს ელოდება.

