ახალი ამბები

ბიზნესენი დავით დემინაშვილი „რუსთავი 2“-ის ინფორმაციას უარყოფს

ბიზნესმენი შოთა დემინაშვილი „განსხვავებული აქცენტების“ ანონსთან დაკავშირებით skandal.ge-სთან პირველ კომენტარს აკეთებს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“ რამდენიმე დღეა ავრცელებს გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ ანონსს. გადაცემა ეხება 2014 წლის 14 ივნისს, თელავში, ერეკლე მეორეს მოედანზე არჩილ მაისურაძის, მეტსახელად „სტარიჩოკას“ მკვლელობას.
გადაცემის ანონსში მოკლულის და სალომე მაისურაძე, რომელიც მოცემულ სიტუაციაში „ნაციონალური მოძრაობის“ ბრმა იარაღია და იყენებენ ბინძური გეგმების განსახორციელებლად, აცხადებს: „ყველას ვერსია იყო, ანუ ეს ყველაფერი მოხდა ლეკის ხელით“.
გადაცემის წამყვანი ეკა კვესიტაძე, მომხდარს „შეკვეთილ მკვლელობად“ აფასებს და ამბობს: „კვალის დაფარვაში მოკლულის ოჯახის მტკიცებით კახეთის სამართალდამცავი უწყებების თითქმის ყველა მაღალი თანამდებობის პირი და პრემიერის ცოლის ძმა, დეპუტატი ლექსო თამაზაშვილი არიან ჩართულები“.
,,დავით დემინაშვილს არანაირი კავშირი არ აქვს დანაშაულებრივ სამყაროსთან და არჩილ მაისურაძის მკვლელობასთან, მზად არის ნებისმიერ დროს უპასუხოს გამოძიების კითხვებს. მან არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა მის მიმართ კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეძლებისდაგვარად ამომწურავი განმარტება მიეცა მოკლულის ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ცდილობს ჩირქი მოსცხოს როგორც ჩემს შვილს, ასევე სამართალდამცავებს და დეპუტატ ლექსო თამაზაშვილს. ამგვარი ბინძური სქემებით გეგმავენ პროვოკაციებს მთელი ქვეყნის მაშტაბით და არ აძლევენ საშუალებას საქართველოს მთავრობას ქვეყნის წინსვლისა ნორმალური განვითარებისათვის, ხელს უშლიან ბიზნესის ხელშეწყობას და განვითარებას“, – აცხადებს შოთა დემინაშვილი.