ახალი ამბები

რეგიონების გაძლიერება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა

,,რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ჩვენი პრიორიტეტია” – აღნიშნული განცხადება დღეს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ თელავის მედია კაფეში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
მისი თქმით, რეგიონების გაძლიერება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა: ,,აღნიშნულ პროცესებში ყველამ ერთად უნდა მიიღოს მონაწილეობა როგორც ადგილობრივმა, ისე ცენტრალურმა ხელისუფლებამ”, – განუცხადა Knews.ge-ს დავით ბაქრაძემ თელავში სტუმრობისას.