ახალი ამბები

თელავში იაპონიის ელჩმა შშმ პირთა სოციალური ზრუნვის ცენტრის გახსნა

თელავში ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური ზრუნვის ცენტრის შენობის რეაბილიტაციის პროექტის” საზეიმო გახსნა გაიმართა. პროექტი იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი ,,გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების” ფარგლებშია დაფინანსებული.
რეაბილიტირებული შენობის საზეიმო გახსნას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ტოშიო კაიტანი, კახეთის გუბერნატორი და თელავის მერი ესწრებოდნენ. იაპონიის ელჩის ტოშიო კაიტანის თქმით, აღნიშნული პროექტის საგრანტო შეთანხმებას, ხელი 2014 წლის 26 მარტს მოეწერა საელჩოსა და ფონდ ,,ახალ სიცოცხლეს” შორის.
,,პროექტის ფარგლებში გარემონტდა და კეთილმოეწრო შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირთა სოციალური ზრუნვის ცენტრის შენობა თელავში, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნება უფრო უსაფრთხო და კომფორტული გარემო 200-ზე მეტი ბენეფიციარისთვის. პროექტის გრანტის ოდენობა 90,469 აშშ დოლარია”,- განაცხადა knews.ge-სთან საუბრისას ტოშიო კაიტანიმ.
თელავის მერის, პლატონ კალმახელიძეს თქმით, ეს არ არის პირველი პროექტი რომლის ფარგლებშიც ვთანამშრომლობთ აქტიურად იაპონიის მთავრობასთან. მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ საელჩომ თელავის ბავშვთა საავადმყოფოს ძვირადღირებული რენდგენის აპარატი გადასცა.
,, ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია თელავისთვის. მერიისთვის მთავარი პრიორიტეტული საკითხია შშმ პირების მდგომარეობის გაუმჯობესება, ადაპტირებული გარემოს შექმნა, მათი ჩართულობა და ინტეგრაცია საზოგადოებაში”,- განუცხადა knews.ge-ს თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ.