ახალი ამბები

1 დოლარი 1.95 ლარი ღირს

ლარის კურსი დოლართან მიმართებაში კიდევ დაეცა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ხვალიდან, 22 იანვრიდან 1 დოლარის შეძენა 1,95 ლარად იქნება შესაძლებელი.  ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 1.94-ს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0107 ლარი შეადგინა.