ახალი ამბები

თელავში ვაზაგაშვილების მკვლელობის ფაქტების დროულად გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართა

დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,თელავი ჩემი ქალაქია” ზურა და იური ვაზაგაშვილის მკვლელობების ფაქტების დროულად გამოძიების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა ლოზუნგით – ,,მე არ ვარ შარლი, მე ენუქიძე და ვაზაგაშვილი ვარ” საქართველოში წლების წინ მომხდარი ჯერ კიდევ გამოუძიებელი მკვლელობის ფაქტები გააპროტესტეს და მთავრობას აქტიურობისკენ მოუწოდეს:
,,ჩვენ შევუერთდით საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნას და მოვითხოვთ, რომ აღსდგეს სამართლიანობა და მოხდეს დროულად მამა-შვილი ვაზაგაშვილების მკვლელების დაკავება და სათანადოდ დასჯა. ჩვენი მოთხოვნაა, დროულად დაიწყოს აღნიშნული საქმეების გამოძიება”,- განუცხადა Knews.ge-ს ,,თელავი ჩემი ქალაქია” ხელმძღვანელმა თამარ ლაზარიაშვილმა.