ახალი ამბები

სიგარეტი 30 თეთრით გაძვირდა

სიგარეტზე აქციზის 15 თეთრით ზრდამ, საცალო ქსელში სხვადასხვა სიგარეტის 20-30 თეთრიანი გაძვირება გამოიწვია. აღსანიშნავია ისიც, რომ “საგადასახადო კოდექსის” ცვლილებებითვე, 1 ივლისიდან საქართველოში ადვალორული ტიპის გადასახადი შემოვა, რაც დამატებით კოლოფი სიგარეტის ღირებულების 5%-ით დაბეგვრას გულისხმობს.
მაგალითისთვის, სიგარეტი რომელიც 2 ლარი ღირს, მასზე, ადვალორული გადასახადი 10 თეთრი იქნება, რასაც დღგ–ს გადასახადი დაემატება და მინიმუმ საცალო ქსელში 2 ლარიანი სიგარეტის ფასი დამატებით 15 თეთრით გაძვირდება.