ახალი ამბები

თელავის მერიამ ხევის რეაბილიტაციის ქვე-პროექტის გეგმის საჯარო განხილვა გამართა

ქალაქ თელავის მერია,მ ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში, ,,ხევის რეაბილიტაციის” ქვე-პროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა გამართა. პროექტს რეგიონული განვითარების სამინისტრო მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელებს. 
თელავის ვიცე- მერის, თენგიზ მთვარელიშვილის თქმით, აღნიშნულ პროექტს, თელავში, ქ. წამებულის ქუჩაზე, არსებული მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოხდება ხევის კედლების და ფსკერის აღდგენა. 
,,მოხდება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მონაკვეთის რეაბილიტაციის პარალელურად, საინჟინრო კონსტრუქციების გადატანა, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა-გამწვანება, ორი თაღოვანი მცირე ზომის ხიდის მოწყობა და წყაროს რეაბილიტაცია. პროექტი 2015 წლის 9 იანვრიდან დაიწყო და 9 ივნისს უნდა დამთავრდეს. სამუშაოებს ანხორციელებს კონტრაქტორი სამშენებლო კომპანია შპს ,,სერპანტინი”,-განუცხადა Knews.ge-ს თენგიზ მთვარელიშვილმა.