ახალი ამბები

,,თელავის საზოგადოებრივი დარბაზი“ ქალაქში არსებული პრობლემების გამოვლენაზე იმუშავებს

,,თელავის საზოგადოებრივმა დარბაზის” ორგანიზებით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქალაქში არსებულ პრობლემებზე დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე დამსწრეებმა ქალაქისთვის მნიშნელოვან და პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრეს. ორგანიზაციის წევრების გადაწყვეტილებით, დღესვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მერიასთან ერთად პრობლემების გამოვლენასა და მოგვარებაზე იმუშავებს.
თელავის საზოგადოებრივი დარბაზის ხელმძღანელის, ჯუმბერ სახეიშვილის თქმით, სამუშაო ჯგუფში მისი ორგანიზაციის წარმომადგენლებიც არიან:
,,ამ საკითხზე მერთან შეხვედრა გვქონდა, პლატონ კალმახელიძემ სრული მზადყოფნა გამოთქვა ჩვენთან ერთად მუშაობისა. დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა სახის შეხვედრები, მათ შორის მოსახლეობასთან რათა არსებული პრობლემები მოვიძიოთ და მერიასთან ერთად ვიზრუნოთ მის მოგვარებაზე. გვინდა, რომ ჩვენი საქმიანობით უკეთესობისკენ შევცვალოთ ქალაქში არსებული მდგომარეობა”,-განუცხადა Knews.ge-ს ჯუმბერ სახეიშვილმა.