ახალი ამბები

შსს-მ გურჯაანში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით ბუპრენორფინს შეიცავს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.