ახალი ამბები

სტალინის შვილიშვილის სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო

 გადაწყვეტილება საქმეზე “ჯუღაშვილი რუსეთის წინააღმდეგ” (განაცხადი №41123 / 10) დღეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ერთხმად  დაუშვებლად მიიჩნია. 

საქმე ეხება გაზეთ “ნოვაია გაზეტაში” გამოქვეყნებული სტატიას, რომელიც კატინის ტრაგედიას ეხება. 1940 წელს პოლონეთის სამხედრო ტყვეების კატინში მომხდარ საკითხებთან დაკავშირებით გაზეთი წერდა, რომ  ამ ტრაგიკული მოვლენებში სავარაუდოდ, წვლილი  ყოფილ საბჭოთა ლიდერს, იოსებ სტალინს მიუძღვის. ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს   იოსებ სტალინის შვილიშვილმა სარჩელით მიმართა გაზეთის წინააღმდეგ ცილისწამებისათვის,  რაზედაც სტრასბურგის სასამართლოსგან უარი მიიღო.
 
„სასამართლომ გადაწყვიტა, რომ გამოცემაში “ნოვაია გაზეტა” სტატიებში განიხილული მოვლენები ისტორიული მნიშვნელობისაა და რომ, როგორც მოვლენების გარშემო ჩართული  ისტორიული ფიგურების შესახებ, ჟურნალისტებს უფლება აქვთ გამოიყენონ  მოსაზრებები და ცნობები, ასევე კრიტიკული აზრი მიაწოდონ საზოგადოებას.

  

სრული ტექსტი პრესრელიზში (ინგლისურ ენაზე), აქ:

http://t.co/RLaG3hEEoB