ახალი ამბები

თელავში ახალგაზრდები სოფლებსა და ქალაქში არსებული პრობლემების გამოვლენაზე იმუშავებენ

ინოვაციებისა და განვითარების ფონდის პროექტის , ,,სახელმწიფო – 3.0: რეფორმების ახალი ტალღა“ ფარგლებში, თელავში, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები არსებული პრობლემების გამოვლენასა და მის მოგვარებაზე იმუშავებენ.

პროექტის კოორდინატორების თქმით, პროექტი მიზნად ისახავს, რომ ახალგაზრდების ჩართულობით შექმნას თანამშრომლობითი მექანიზმები, რომლებიც ფოკუსირებული იქნება კონკრეტული პრობლემების ინოვაციურ გადაწყვეტაზე და ხელს შეუწყობს კრეატიული ჯგუფების ფორმირებას. საზოგადოების გამოწვევების საპასუხოდ საჭიროა ახალი და მძლავრი რეფორმები, რომლებიც ახალი ტენდენციების გათვალისწინებითა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით ახალ შესაძლებლობებს მისცემს, როგორც საზოგადოების თითოეულ წევრს, ასევე, მთელს საზოგადოებას:

,,რეფორმების ახალი ტალღა წარმატებული და მდგრაგი იქნება, თუ ის დაიგეგმება და განხორციელდება ქვევიდან-ზევით, ჰორიზონტალური და თანამშრომლობითი მექანიზმების გამოყენების გზით, საზოგადოების მაქსიმალური თანამონაწილეობით. პროექტის ფარგლებში ათასობით მონაწილე იმუშავებს ხუთი კონკრეტული მიმართულებით 12 თვითმმართველ ქალაქში. ყველა მსურველს ექნება საშუალება ჩაერთოს და მიიღოს მონაწილეობა საკუთარი ქალაქისა და მთელი რეგიონის ჯანდაცვის, განათლების, სამართდამცავი სისტემის, ეკონომიკის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში, რომელთა განხორციელება სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული’’,- განუცხადა Knews.ge-ს პაატა მანჯგალაძემ.