თელავის მუნიციპალიტეტში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსანტებთან გასაუბრება დასრულდა
,,გასაუბრება რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. უახლოეს რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება ვინ შეინარჩუნებს სამსახურს და ვინ გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობებიდან”.
გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ნინო აფციაურის თქმით, ტესტირება 197-მა მოქალაქემ გადალახა.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, ამ დროისთვის საკონკურსო კომისია მუშაობს და კონკურსის შედეგები რამდემიმე დღეში გახდება ცნობილი.

