გურჯაანში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეუწყდება
15 იანვარს, დილის 10 სთ-დან 17 იანვრის 10 სთ-მდე , ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ქ/ს ,,მუკუზანში” დაგეგმილი გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებს: მუკუზანს, ზეგაანს, ახაშენს, ველისციხეს, ვაზისუბანს, შაშიანს, კალაურს, შრომასა და კახიფარს ორი დღეღამის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
110 კილოვოლტიან გამანაწილებელ ქვესადგურში „სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მაღალი სიმძლავრის 2 ტრანსფორმატორის კაპიტალურ რემონტს გეგმავს.
აღნიშნული ქვესადგურის ენერგომომარაგებისთვის კვების დამატებითი წყაროს არარსებობის მიზეზით, „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ 7 185 აბონენტს 2 დღის განმავლობაში ალტერნატიული ელექტრომომარაგებითაც ვერ უზრუნველყოფს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღნიშნულ სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგებათ.

