ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს

იგი, ბაგა- ბაღების გაერთიანებას უხელმძღვანელებს. აღნიშნულ თანამდებობას ამ დრომდე სოფო კირვალიძე იკავებდა. 
მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის განმარტებით, კულტურის სამსახურის უფროსად კი გუბერნიის თანამშრომელი სოფო ახმეტელი დაინიშნება:
,,დღემდე, თელავის თემში, საკადრო ცვლილებები ორ სამსახურში – კულტურასა და ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განხორციელდა. დანარჩენი საკადრო ცვლილებების შესახებ გამგეობის მიერ კონკურსის შედეგების გამოცხადების შემდეგ გახდება ცნობილი”,- განუცხადა Knews.ge-ს ალექსანდრე შათირიშვილმა.
როგორც კახეთის გუბერნიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ უწყებაში საკადრო ცვლილებები ჯერ-ჯერობით არ მიმდინარეობს.
როგორც knews.ge-ს გუბერნიაში განუცხადეს, უწყების თანამშრომელს, სოფო ახმეტელს, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსის თანამდებობას დაიკავებს, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება ამ დრომდე არ დაუწერია.