კაბალში ამბულატორიის თანამშრომლები დახმარებას ითხოვენ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მდებარე ამბულატორიის თანამშრომლები დახმარებას ითხოვენ. როგორც რადიო “ჰერეთს” ერთ-ერთმა თანამშრომელმა მარიამ კალმახელიძემ განუცხადა, მათ უკვე ერთი თვეა არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, ამის გამო ვერც თბებიან და ვერც პაციენტებს ემსახურებიან შესაბამის. კალმახელიძის თქმით, გამგეობას და საკრებულოს დახმარებისთვის რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა პრობლემა ვერ გვარდება. საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძეს თქმით, პრობლემას იცნობს და შესაბამის სამსახურებს მოუწოდებს, საკითხით დროულად დაინტერესდნენ. იგი, ამბულატორიის თანამშრომლებთან შეხვედრას აპირებს.

