ახალი ამბები

გურჯაანში 94 წლის მოხუცი დააყაჩაღეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში 94 წლის მოხუცი, შალვა ბაციაშვილი დააყაჩაღეს.  როგორც ,,KNEWS.GE- სთვის გახდა ცნობილი ყაჩაღობა წუხელ, გვიან მოხდა.  შალვა ბაციაშვილის მომვლელი ქალის, ელისო ფოცხვერაშვილის ინფორმაციით, მოხუცი ნაცემია, სახლიდან კი, 100 ლარია წაღებული.  შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. მოხუცი სახლში მარტო ცხოვრობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.