კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამა 2015 წელსაც გაგრძელდება
როგორც სააგენტოში აცხადებენ, მრავალშვილიან და განსაკუთრებულ საჭიროებების მქონე ოჯახებს, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი ბავშვები, შეუძლია, 1000 ლარიანი მატერიალიზებული ვაუჩერის სახით, მოითხოვოს საკვები პროდუქტები ან საოჯახო ნივთები, დაწეროს განცხადება, მის საჭიროებას ადგილზე დაადგენს სოციალური აგენტი და კომისიის გადაწყევტილების შემდეგ მას დახმარება დაენიშნება.
,,კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამით სარგებლობა ერთჯერადია. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროგრამისათვის თანხები 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული ამ ეტაპზე არ არის, პროგრამა მაინც გრძელდება”, – აცხადენებენ სააგენტოში.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და მისი ბიუჯეტი 1.164 მილიონ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ამ პროგრამით 1000-მდე ოჯახმა ისარგებლა.

