თელავის გამგეობასა და გუბერნიაში საკადრო ცვლილებებს არ ადასტურებენ
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი, გიორგი კოჭლოშვილი, Knews.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ინფორმაცია მისი სამსახურიდან გათავისუფლების და ბაგა -ბაღების გაერთიანების უფროსად გადაყვანის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება:
,,აღნიშნულ საკითხზე საუბარი არ ყოფილა და ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება”, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი კოჭლოშვილმა.
გავრცელებულ ინფორმაციას გუბერნიის ადმინისტრაციის უფროსის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, არ ადასტურებენ უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. მათი თქმით, ადმინისტრაციის უფროსი, სოფო მიქელაძე თანამდებობაზე რჩება. knews.ge სოფო მიქელაძესთან ინფორმაციის გადამოწმებას შეეცადა, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.