ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოფლებში გარეგანათებაზე 190 ათასი ლარი დაიხარჯება

მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის თქმით, აღნიშნული თანხის ფარგლებში დაგეგმილია სოფლების ცენტრალურ გზებზე ეკონომ.სანათების დამონტაჟება.
,,2015 წლის ბიუჯეტიდან დაგეგმილი გვაქვს 500-მდე ეკონომიური სანათის ყიდვა და ვფიქრობთ, რომ აკურიდან იყალთომდე დავამონტაჟოთ გზის პირას. რაც შეეხება გამონაცვალ სანათებს, იმას სოფლების შიდა გზების გასანათებლად გამოვიყენებთ”,-განუცხადა Knews.ge-ს ალექსანდრე შათირიშვილმა.