ნავთობის ფასი მინიმუმამდე დაეცა
ნავთობის ფასი ასეთ დაბალ მაჩვენებელზე ბოლოს ექვსი წლის წინ იყო – 2009 წელის მაისში მსოფლიო ბაზარზე ეს მაჩვენებელი 55,36 დოლარს უდრიდა. 1,80%-ით შემცირდა თებერვლის ფიუჩერსების ფასი WTI-ის მარკის მსუბუქ ნავთობზე და 51,74 დოლარი შეადგინა.
”თუ ჩინეთის, იაპონიისა და ევროპის ეკონომიკურ მდგომარეობას შევხედავთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიმდინარე წელს ნავთობზე მოთხოვნა დიდი იქნება”, – განაცხადა უმსხვილესი საბროკერო ფირმა Newedge Japan-ის მენეჯერმა იუსუკი სეტამ.
ნავთობზე ფასის ვარდნა ნეგატიურად აისახება იმ ქვეყნების ეკონომიკაზე, რომლებიც მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული ენერგორესურსების ექსპორტზე. გასული წლის განმავლობაში ნავთობზე ფასი 45%-ით დაეცა.