სოფელ ვარდისუბანში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
როგორც სამინისტროში აცხადებენ, სამართალდამრღვევებს 18 ძირი ფიჭვისა და ვერხვის ჯიშების პირველი ხარისხის ხე-ტყე ჩამოართვეს.
სამინისტროს ინფორმაციითვე, გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა 5 470 ლარს შეადგენს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შსს-ს თელავის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა.