სოფელ გურჯაანში 18 წლის ახალგაზრდა დაჭრეს
ადგილობრივების ინფორმაციით, მაღაზიის მეპატრონემ მათ სანადირო თოფიდან ესროლათ, რის შედეგადაც ერთი ახალგაზრდა დაიჭრა.
დაჭრილი გურჯაანის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც მაღაზიის მეპატრონეები აცხადებენ, ძარცვას ახალგაზრდები რამდენიმე დღის წინაც ცდილობდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აღიძრა, მაგრამ შესაძლოა, სხვა მუხლით გადაკვალიფიცირდეს.