მთავრობა ქვეყანაში ხორბლის მარაგების შექმნაზე მუშაობს
მთავრობა ხორბლის მარაგებს შექმნის. როგორც მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი „კომერსანტთან” აცხადებს, ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ხორბალთან დაკავშირებით კრიზისული სიტუაცია რამდენჯერმე შეიქმნა , მათ შორის რუსეთის მხრიდან რამდენიმე კვირის წინ დაწესებული შეზღუდვებია.
ლევან სილაგავას ინფორმაციითვე, რუსულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სხვადასხვა ქვეყანასთან დადებული კონტრაქტები შესრულდება. თუმცა პირველი თებერვლიდან საექსპორტო ბაჟი დაწესდება, რაც იმდენად მაღალი გადასახადია, რომ ფაქტიურად ბაზრის ჩაკეტვას ნიშნავს.
სილაგავა ამბობს, რომ მეხორბლეებს შეხვედრები ჰქონდათ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, კრიზისების მართვის ცენტრთან და მიმდინარეობს მუშაობა მოკლევადიან ოპერატიულ ასევე გრძელვადიან გეგმებზე. სილაგავა ამბობს, რომ მთავრობა ფიქრობს ხორბლის მარაგების შექმნაზე და მოსავლიანობის გაზრდაზე. ხორბლის პოტენციური მომწოდებლები კი ევროპული ქვეყნები და ამერიკა შეიძლება გახდეს.