რესტორნებში ღვინოზე კონტროლი მკაცრდება
სურსათის უვნებლობის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიგა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ ხშირად რესტორნებში გაურკვეველი წარმოშობის ღვინო იყიდება, რაც დიდი რისკის შემცველია როგორც მომხმარებლების ჯანმრთელობისთვის, ასევე ქართული ღვინის იმიჯისთვის.
მისი თქმით, ფალსიფიკაცია არ ნიშნავს მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც ხვანჭკარას ნაცვლად ბოთლში სხვა ღვინოა მოთავსებული. ქურდოვანიძის განმარტებით, ფალსიფიკაციად ითვლება შაქარ და წყალგარეული ღვინოც, მსგავსი ტიპის დაღვევების მქონე ღვინოების გაყიდვა კი რესტორნებში საკმაოდ ხშირად ხდება.
„რესტორამა მონიტორინგის დროს უნდა წარმოადგინოს საბუთი, რომ მის მიერ გაყიდული პროდუქტი ნატურალური ღვინოა და მას არანაირი დანამატები არ აქვს. დღეს ფალსიფიკაციის უამრავი საშუალება არსებობს, არსებობს ფხვნილებიც, რომელსაც წყალში გახნიან და დაარქმევენ ღვინოს“,- აცხადებს ქურდოვანიძე.